მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ში გაწევრიანება, FDI... - ეკონომიკის რომელ ასპექტებზე მოქმედებს "რუსული კანონი" ყველაზე ნეგატიურად?

რუსული კანონი

PMC კვლევითი ცენტრის მიერ ივნისში გამოკითხული ეკონომისტების 97% მიიჩნევს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად ან ძალიან უარყოფითად იმოქმედებს. ამის შესახებ ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს II კვარტალის ეკონომიკურ კლიმატს აფასებს.

გარდა იმისა, რომ გამოკითხვაში ჩართული ეკონომისტები II კვარტალში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა მცირედით უარყოფითად აფასებენ, ისინი მიიჩნევენ რომ საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფით ფაქტორებს - პოლიტიკური არასტაბილურობას და ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობას უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე პოზიტიურ ფაქტორებს - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას და დაბალ ინფლაციას.

ამასთან, მიმოხილვის ავტორები „რუსული კანონის“ შესახებ წერენ, რომ აპრილში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელმეორედ ინიციირებამ საქართველოს მთავრობის გეოპოლიტიკური კურსის შესაძლო ცვლილებებზე მიუთითა. მათი თქმით, კანონპროექტმა მასობრივი პროტესტი და ევროკავშირისა და აშშ-ის შეშფოთება გამოიწვია. შესაბამისად გამოკითხული ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ კანონს ყველაზე დიდი გავლენა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, უცხოურ ინვესტიციებსა და ვალუტის გაუფასურებაზე ექნება.

ეკონომიკის ასპექტების მიხედვით, კანონის უარყოფითი გავლენის შეფასება ასეთია:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები