მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ში მოგზაურობის წესები იცვლება - რა უნდა გაითვალისწინოთ?

643fc1e084a80
მარიამ ვარადაშვილი
19.04.23 14:53
1146
2024 წლიდან ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის მიღება ,,ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“. ETIAS-ის სისტემა 2023 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მარტის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2024 წლამდე გადავადდა.

“მგზავრობის დასტური ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნაა შენგენის 27 ქვეყანაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსში შესასვლელად. გაითვალისწინეთ: ETIAS არ არის ვიზა! უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში რჩება საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში.

უფრთხილდით თაღლითებს! ETIAS-ის ერთადერთი ოფიციალური ვებგვერდი არის: http://www.europa.eu/etias  ETIAS-ის სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს. მისი ამოქმედების შემდეგ, განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალურ ვებგვერდზე”,-აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

ETIAS-ის ამოქმედების შემდეგ აპლიკანტები განაცხადის გაკეთებას ონლაინ, ვებ-გვერდიდან ან აპლიკაციის მეშვეობით შეძლებენ. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ ETIAS-ს აღება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნებისთვისაც სავალდებულო იქნება. რაც შეეხება საფასურს, მისი გადახდა სავალდებულოა 18-70 წლამდე ასაკის ვიზიტორებისთვის. ევროკავშირის განცხადებით, ETIAS ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს არ შეეხებათ და ისინი ბლოკის შიგნით თავისუფლად გადაადგილდებიან. მომსახურების გადასახადი 7 ევროთი განისაზღვრა. ETIAS-ის შემოღებას ევროკავშირი უსაფრთხოების მიზნებით ხსნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები