მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ში საჰაერო მოგზაურობისას პირბადის ტარების წესები შემსუბუქდება

627ca275f19c2
თათია კაკიაშვილი
12.05.22 12:50
982
16 მაისიდან ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის მსურველებისთვის აეროპორტებში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, ეს ნაბიჯი ევროპის მასშტაბით Covid-ის პოლიტიკის შეცვლას ემთხვევა.

„მომავალი კვირიდან, საჰაერო მოგზაურობისას პირბადეების ტარება აღარ იქნება სავალდებულო. ეს გადაწყვეტილება ზუსტად შეესაბამება ევროპაში საზოგადოებრივ ტრანსპორტით სარგებლობისას მიღებულ კოვიდწესებს. ეს ყველა ჩვენგანისთვის შვებაა, რადგან საბოლოოდ მივდივართ პანდემიის იმ ეტაპზე, სადაც შეგვიძლია უსაფრთხოების ზომების შემსუბუქება დავიწყოთ“, - წერია ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.

საგულისხმოა, რომ აპრილში მსგავსი გადაწყვეტილება აშშ-ის ზოგიერთმა ავიაკომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ფედერალურმა მოსამართლემ პირბადეების სავალდებულო ტარების წესი გააუქმა, თუმცა როგორც ცნობილია, ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ შესაძლოა, წესებში ცვლილება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით შეცვალოს.

თუმცა, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი ახალ ინსტრუქციას ავრცელებს. ცენტრის დირექტორის ანდრეა ამონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ „ფიზიკურ დისტანციასა და ხელების ჰიგიენასთან ერთად, ეს [პირბადის ტარება] ვირუსის გადაცემის შემცირების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები