მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“EU-ში ხორცის შეტანაზე განაცხადის გასაკეთებლად 7-წლიანი კვლევა გვჭირდება“ - მინისტრის მოადგილე

624c1005c5012
ვიქტორია მღებრიშვილი
05.04.22 14:50
2607
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გელა ხანიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული მიღების თხოვნის შეტანის გამო სოფლის მეურნეობაში ძალიან ბევრი პროცესი დაჩქარებულად ხორციელდება. სამინისტრო კი დონორებთან საჭირო რესურსების მოზიდვისთვის მუშაობს. ამის შესახებ მან პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მოსმენისას განაცხადა.

გიორგი ხანიშვილი განმარტავს, რომ ევროკავშირის ბაზარზე კონკრეტული პროდუქტების შეტანისთვის 1-2 წელი საკმარისი არ არის და ამისთვის ხანგრძლივი კვლევებია საჭირო. მინისტრის მოადგილემ ხორცის მაგალითი მოიყვანა.

„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული მიღების თხოვნა შეიტანა და იხილება ეს საკითხები, ვცდილობთ ვიმუშაოთ დონორებთან, რომ მოვიზიდოთ რესურსები - საბიუჯეტო იქნება თუ დონორული -  რომ ის გზა, რომელიც უნდა გაგვევლო, რაც შეიძლება მალე გავიაროთ და აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.

სოფლის მეურნეობას ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ, რომელიც აუცილებლად გვჭირდება. ზოგიერთი პროგრამა არა ერთ ან ორ წელზე, არამედ ათეულ წლებზეა გაწერილი, მაგალითად იმისთვის, რომ ჩვენ ევროპაში ხორცის - ცხოველური პროდუქციის - შესვლაზე განაცხადის გაკეთება და დიალოგის დაწყება შევძლოთ, მხოლოდ ღრუბლისებურ ენცელოპათიაზე(დაავადება) დაახლოებით 7-წლიანი კვლევა გვჭირდება, თითოეული ეს კვლევა წლიურად 20-25 მლნ ლარის საჭიროებას მოითხოვს და შესაძლებელია 7 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც რომ გამოვლინდეს, ყველაფერი თავიდან გასაკეთებელი გაგვიხდეს, ამიტომ თითოეული ის ნაბიჯი რომელსაც ჩვენ ვდგამთ, იმ ხელშეკრულებებიდან და დოკუმენტებიდან გამომდინარეობს, რომელიც ჩვენთვის საჭიროა“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მოგვიანებით, დეპუტატის შეკითხვაზე - რა პერიოდში შეძლებს საქართველო ევროკავშირის ბაზარზე თუნცა ხორცპროდუქტების გატანას ევროკავშირის ბაზარზე, გიორგი ხანიშვილმა განმარტა, რომ ხორცის შემთხვევაში კვლევები იმდენად ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომ ამ ეტაპისთვის საქართველომ EU-ში ექსპორტის კუთხით აქცენტი მცენარეული წარმოშობის პროდუქტებზე უნდა გააკეთოს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები