მე ვთვლი, რომ არანაირი საფრთხე არ არის - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი მეძმარიაშვილი კითხვას იმის შესახებ, ხედავს თუ არა, ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაფუჭების საფრთხეს "რუსულ კანონზე" ვეტოს დაძლევით.
"არა მგონია. ისინი ამბობენ, მაგრამ მე მაინტერესებს მთავარი თუ იტყვის. თორემ იქ იმდენი დეპუტატია. მე რომ გამოვიდე და ვთქვა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ვაღდგენ ურთიერთობას სერიოზული იქნება?" - თქვა მეძმარიაშვილმა.
კითხვაზე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი არიან თუ არა მთავარი [პირები], დეპუტატი პასუხობს - "ისინი, ყველანი ერთ მესიჯს ლაპარაკობენ".