საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადი აცხადებს: "ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება", - ამის შესახებ ის X-ზე წერს.
"ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას საქართველოს მოსახლეობასთან და მხარს უჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს.
ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს დაცული. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეპრესიები უნდა შეწყდეს", - წერს ბენჟამინ ჰადადი.
Les autorités géorgiennes portent l’entière responsabilité de l’interruption des négociations d’adhésion à l’UE.
— Benjamin Haddad (@benjaminhaddad) November 30, 2024
Aux côtés de ses partenaires européens, la France continuera de maintenir des liens étroits avec la population géorgienne et de soutenir ses aspirations européennes.…
მის განცხადებას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე გამოეხმაურა და დაწერა: "საქართველო აფასებს საფრანგეთისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას. ქართველი ხალხი არ დანებდება!"