მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-სთან სავაჭრო ბრუნვა $3.6 მილიარდია - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

საქართველო

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 9 თვეში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა წლიურად 8%-ით გაიზარდა და 3.6 მლრდ დოლარი შეადგინა.

იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 8.2% და იმპორტის 26.6% მოდის.

ევროკავშირში ექსპორტი

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი წლიურად 31%-ით შემცირდა და 390.3 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის ჩამონათვალში EU-ს ვერცერთი წევრი ვერ მოხვდა.

გთავაზობთ, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში EU-ს ბაზარზე 10 ძირითად საექსპორტო პროდუქტს:

  • თხილი და სხვა კაკალი - $32.9 მლნ;
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $31.1 მლნ;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $30.4 მლნ;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $25.3 მლნ;
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $25.1 მლნ;
  • ფეროშენადნობები - $24.1 მლნ;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $23.8 მლნ;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - $15.6 მლნ;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - $14.6 მლნ;
  • ელექტრული წყალგამახურებლები - $11.9 მლნ.

ევროკავშირიდან იმპორტი

9 თვეში EU-დან იმპორტმა 3.2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ათ უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორ ქვეყანას შორისაა გერმანია, იტალია და საფრანგეთი.

მიმდინარე წლის 9 თვეში EU-დან იმპორტირებული 10 ძირითად საიმპორტო პროდუქტი შემდეგია:

  • მსუბუქი ავტომობილები - $534. 1 მლნ;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $308.9 მლნ;
  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $220.6 მლნ;
  • სატვირთო ავტომობილები - $78 მლნ;
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - $61.8 მლნ;
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - $47.3 მლნ;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $43.6 მლნ;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - $43.3 მლნ;
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - $38 მლნ;
  • 10 ან მეტი ადამიანის გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილები - $37.8 მლნ.

საქართველოდან EU-ში ექსპორტი შემცირდა, დსთ-ში კი ისტორიულ მაქსიმუმზეა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები