მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[EU-სთან ურთიერთობა] შეჩერებული არ არის, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება" - რამინა ბერაძე

რამინა

BMG-ის კითხვაზე, როგორ გეგმავს "ქართული ოცნება" ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენას, რომელიც ამ დრომდე შეჩერებულია, მმართველი პარტიის დეპუტატი, რამინა ბერაძე პასუხობს, რომ "ოცნება" ურთიერთობას გააგრძელებს ისე, როგორც კანდიდატის სტატუსი მიიღო.

"ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, დაველოდოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ყველაფერი იმ პროგრამიდან გამომდინარე იქნება, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნოდ წარვუდგინეთ მოსახლეობას, ყველა პუნქტი იქნება შესრულებული.

"ქართული ოცნება", [ევროკავშირთან ურთიერთობას] როგორც აქამდე აპირებდა, როგორც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ისე მივიღებთ ყველაფერს. არავითარი [ურთიერთობა] შეჩერებული არ არის, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენი საარჩევნო პროგრამის ძალიან დიდი ნაწილი ეხებოდა ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებს", - განაცხადა რამინა ბერაძემ.

დღეს, 26 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა პირველად გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები