მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-სთან ურთიერთობის გეგმაში საკმაოდ წარმატებული ვართ - ლევან რაზმაძე

ლევან რაზმაძე

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე ამბობს, რომ საჯარო შესყიდვების მიმართულებით ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრული თანხვედრაა.

კითხვაზე, რა ეტაპზეა ევროკავშირთან საჯარო შესყიდვების მიმართულებით მუშაობა, რომელიც USAID-თან ერთად მიმდინარეობს, ლევან რაზმაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ შესყიდვების შესახებ ახალი კანონი ევროკავშირთან ვალდებულებების შესრულების ყველა ფაზას დახურავს.

„ევროკავშირთან ვალდებულების შესრულების 5 ფაზა გვაქვს. ახალი კანონის მიღება საერთოდ დახურავს ამ ყველა ფაზას. ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში ვართ. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა და თუ ევროკომისიის დასკვნებს ნახავთ შესყიდვების თაობაზე, ერთ-ერთი მოწინავე ვართ ამ დასკვნებში. ქვეყანაც, ანტიკორუფციული კუთხით იღებს იმ მნიშვნელოვან წარმატებებს, ჩვენი მხრიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არსებობს“,- თქვა ლევან რაზმაძემ.

BMG-ის ჩაკითხვაზე, რა მოლოდინები აქვს „რუსულ კანონთან“ დაკავშირებული ვითარების ფონზე, როდესაც ევროინტეგრაციის შეფერხების რისკი დგას, ლევან რაზმაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა საკმაოდ წარმატებულია.

„ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია. ვართ ჩვეულებრივი საჯარო უწყება. კონკრეტული გაწერილი გეგმა გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობის და ამ გეგმაში საკმაოდ წარმატებული ვართ“,- თქვა შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები