ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ 1.5 მილიარდ ევროს პირველად დღეს გადაურიცხავს, რაც უკრაინის თავდაცვას და ქვეყნის აღდგენას უნდა მოხმარდეს. შესაბამისი ინფორმაცია ევროკომისიამ გამოაქვეყნა.
რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებიდან თანხების მობილიზაცია არის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შედეგი, რომელიც დასავლეთმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღო.
როგორც ევროკომისია წერს, ევროკავშირის ოპერატორების მიერ ამ კონტექსტში გამომუშავებული შემოსავლები არ ეკუთვნის რუსეთს. "ევროკავშირმა ახლა დაიწყო ამ შემოსავლების უკრაინაში გადაგზავნა", - წერია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"არ არსებობს იმაზე მეტი სიმბოლური დატვირთვა და კრემლის ფულის გამოყენება, ვიდრე ეს არის უკრაინის და მთელი ევროპის უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევა" , - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.