მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU უკრაინისთვის დამატებით €18 მილიარდის გამოყოფაზე შეთანხმდა

6398408f6607d
გიორგი თოლორდავა
13.12.22 13:24
412
მრავალკვირიანი განხილვების შედეგად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ომით დაზარალებული უკრაინის დასახმარებლად დამატებით 18 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ.

ზემოხსენებული თანხა მომდევნო წლის განმავლობაში რამდენიმე ტრანშად გადანაწილდება და ის უკრაინის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.

18 მილიარდი მოიცავს როგორც პირდაპირ გრანტებსა და სუბსიდიებს, ასევე შეღავათიან სესხებს და სხვა ტიპის ფინანსურ მექანიზმებს.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, უკრაინის აღდგენას დაახლოებით 600 მილიარდი დოლარი დასჭირდება, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ვარაუდობს, რომ ქვეყნის აღსადგენად დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარი იქნება საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები