მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

€12 მლნ-ის ინვესტიციით გახსნილი „ასკანელის“ ახალი საწარმო კახეთში 50 სამუშაო ადგილს ქმნის

ქარხანა

"ასკანელმა" გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში, საბრენდე ღვინის ახალი ქარხანა გახსნა. როგორც BM.GE-ს კომპანიიდან აცნობეს, ახალი საწარმოო ხაზის ასამოქმედებლად 12 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა.

კომპანიაში ამბობენ, რომ კახეთში გახსნილ საბრენდე ღვინის ქარხანაში დამატებით 50 ადამიანი დასაქმდა.

„ასკანელის საბრენდე ღვინის საწარმო გაშლილია 3 ჰექტარ ტერიტორიაზე. აღჭურვილია თანამედროვე, ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით და ლაბორატორიით. აქვს 22 000 ტონამდე ყურძნის გადამუშავების და დღეში 150 ტონა სპირტის გამოხდის რესურსი“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

დღეისთვის კომპანია კახეთში ყურძნის გადამმუშავებელ 2 საწარმოს მართავს, აქედან ერთში ღვინის, ხოლო ბაკურციხეში გახსნილ ახალ საწარმოში საბრენდე სპირტის წარმოება ხდება. კომპანიის მართვაშია ასევე თბილისში ღვინის მწარმოებელი ქარხანა, გურიაში კი „ანასეულის“ ხილის დისტილატების წარმოება.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის წლევანდელი გეგმაა: 18 000 000 ბოთლი ღვინის, ცქრიალა ღვინის, ანასეულის ხილის დისტილატებისა და ბრენდის წარმოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები