მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EURO 2024-ის ბილეთების გაყიდვა საქართველოს გულშემატკივრებისთვის 15 აპრილს დაიწყება - UEFA

უეფა ბილეთები

EURO 2024-ის ბილეთების გაყიდვა ქართველი გულშემატკივრებისთვის 15 აპრილს დაიწყება. ამის შესახებ UEFA-ს ოფიციალურ საიტზე წერია.

ბილეთების გაყიდვა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ EURO 2024-ის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება.

ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე ჩატარდება, საქართველო კი F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს.