მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EURO 2024-ზე საქართველოსთვის გამოყოფილი 10 ათასი ბილეთი გაყიდულია

ევრო 2024 ბილეთები

26 მარტს უეფას ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრებმა დინამო არენაზე საბერძნეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა, რითაც ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა.

უეფას ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად საქართველოსთვის 10 ათასი ბილეთი იქნა გამოყოფილი, რომელთა ფასებიც 30-დან 400 ევრომდე მერყეობდა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებით, ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს თბილისის დროით 13:00 საათზე იწყებოდა. დაახლოებით 17:00 საათისთვის კი საქართველოსთვის გამოყოფილი ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

ცნობისთვის, საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაციით 9,25 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო მთლიანად ტურნირის ევრო საპრიზო ფონდი 331 მილიონ ევროს შეადგენს. ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება 1,5 მილიონად ფასდება, ხოლო ფრეს შემთხვევაში გუნდები 750 ათას ევროს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო F ჯგუფში 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთსა და 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. მთლიანად ჩემპიონატი კი 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები