მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის შეუძლია მეორე ბუსტერ დოზით აცრა? - მინისტრის ბრძანება

62c4025cd9291
შოთა ტყეშელაშვილი
05.07.22 13:27
1378
ბოლო ერთ კვირაში საქართველოში covid-19-ის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღსანიშნია, რომ 20-27 ივნისის კვირაში ინფიცირების რიცხვი 1 058 იყო. NCDC-ს დირექტორი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, აიცრან და ასევე მეოთხე ბუსტერ დოზა გაიკეთონ. „მიბრძანდით და აიცერით, რათა მაღალი იმუნური ფენით შევხვდეთ შემოდგომას“, - თქვა ამირან გამყრელიძემ bm.ge-სთან.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ covid-19-ის მეორე ბუსტერ დოზით აცრასთან დაკავშირებით, ივნისში ბრძანება გამოსცა. დოკუმენტის თანახმად, მეორე ბუსტერ დოზის გაკეთება მხოლოდ რამდენიმე ჯგუფის წარმომადგენლისთვის იქნება შესაძლებელი - ესაა 50 წელზე უფროსი მოქალაქეები, იმუნოკომპრომეტირებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, რომელთაც შესაბამისი ცნობის წარდგენა დასჭირდებათ. ასევე ბუსტერის გაკეთება შეეძლებათ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს.

ვის შეეძლება მეორე ბუსტერ დოზით აცრა? - ჩამონათვალი

“ა) 50 წლის და უფროსი ასაკის ყველა მსურველს, განსაკუთრებული რეკომენდაცია იმუნოკომპრომეტირებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ხანგრძლივი მოვლის თავშესაფარში მცხოვრებ პირებს;

ბ) 12-49 წლის ასაკის იმუნოკომპრომეტირებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს. ამასთან, 12-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში მეორე ბუსტერდოზა ტარდება ამცრელი დაწესებულებისთვის ექიმის მიმართვის წარდგენის საფუძველზე, ხოლო 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში – დაავადების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში;

გ) სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ პერსონალს.

6. ვაქცინის მეორე ბუსტერდოზის ჩატარება 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში დასაშვებია სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში, მიმღები ქვეყნის რეგულაციების შესაბამისად. მოგზაურობის მიზნებისთვის მეორე ბუსტერდოზის ჩასატარებლად, მოქალაქემ ამცრელ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს ბილეთის ჯავშანი.

7. ვაქცინის მეორე ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს პირველი ბუსტერდოზით ვაქცინაციის დასრულებიდან მინიმუმ 4 თვის შემდეგ. მე-2 ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა,” - ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.

2022 წლის 28 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ სულ 1,631,700 ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 43.9%-ია. მათ შორის სრულად ვაქცინირებულია 1,270,800 ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 34.2%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები