მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Euronews: ევროპაში 35 მლნ ადამიანს, სახლის გათბობასა და საკვების ყიდვას შორის არჩევანის გაკეთება უწევს

61f9456fbf237
მარიამ ადამია
01.02.22 20:44
684
ევროპაში მილიონობით ადამიანს სახლის გათბობასა და საკვების ყიდვას შორის არჩევანის გაკეთება უწევს. ამის მიზეზი ელექტროენერგიასა და გაზზე ფასების ზრდა სახელდება. ამის გამო, 35 მლნ ევროპელი ზამთრის პერიოდში, როდესაც ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, სახლში გათბობის უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. ინფორმაციას Euronews ავრცელებს. 

ექსპერტები ენერგეტიკული სიღარიბის ორ ძირითად მიზეზს გამოყოფენ: პირველი, ეს არის დაბალი შემოსავალი და მეორე, ცუდად იზოლირებული სახლები. ამას ემატება საწვავის ფასების მატება და მიმდინარე პანდემია.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ, პანდემიის შემდეგ, მხოლოდ პარიზში 30%-ით გაიზარდა. ბულგარეთში კი ყოველი მეოთხე მოქალაქე გათბობის გადასახადს ვერ იხდის, რაც ეს ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია ევროკავშირში. საუბარია ქვეყანაზე, სადაც ტემპერატურა ზამთარში, რეგულარულად ნულს ქვევით ჩამოდის. მეორე და მესამე ადგილს ამ კუთხით, ლიეტუვა და კვიპროსი ინაწილებენ.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ის ფაქტი, რომ დღეს ევროპაში მილიონობით ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, ზამთარში გათბეს, წარსულში მიღებული არასწორი გადაწყვეტილებებისა და არაეფექტიანი სისტემის შედეგია. ამის გამო, მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

ენერგეტიკული სიღარიბის მხრივ ყველაზე მძიმე ვითარება სამხრეთ ევროპაშია. ერთი შეხედვით, ეს პარადოქსულადაც გამოიყურება. ანუ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ რაც უფრო ცივია ქვეყანა, მით უფრო დიდია ენერგეტიკული სიღარიბე. მაგრამ ენერგეტიკული სიღარიბე წარმოიქმნება არა გეოგრაფიის ან ბუნების გამო, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო. მაგალითად, თუ შვედეთში ახლა ყველაფერი რიგზეა, ეს 30-წლიანი ინვესტიციის დამსახურებაა, რომელიც საცხოვრებელი სახლების განახლებასა და ენერგიის განახლებადი წყაროებიდან გათბობის განვითარებაში ჩაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები