მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიშტიანუ რონალდუ ევროპაში სათამაშოდ არ დაბრუნდება

64b64bf1a85e3
ირაკლი მოდებაძე
18.07.23 13:25
710
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს „ალ ნასრი“ ამხანაგურ შეხვედრაში „სელტა დე ვიგოს“ დაუპირისპირდა და 5:0 განადგურდა. რონალდუს კი ცხადია საგოლე ქმედებით თავი არ გამოუჩენია.

მატჩის შემდეგ 38 წლის ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან ბევრ თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებას აღარ აპირებს:

„საუდის არაბეთში გადმოსვლა თავიდან ბოლომდე ჩემი გადაწყვეტილება იყო, ეს 100%-ით გადამწყვეტი აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში ახალი, საუკეთესო ფეხბურთელები ჩამოსულიყვნენ. ფაქტია, როდესაც „იუვენტუსს“ შევუერთდი იტალიის ჩემპიონატი მკვდარი იყო, ჩემი გადასვლის შემდეგ კი ხელახლა დაიბადა. სადაც კრიშტიანუა, იქ ყოველთვის დიდი ინტერესია. უკვე 38 წლის ვარ და ევროპულ ფეხბურთში აღარ დავბრუნდები, ჩემთვის მათი კარი მთლიანად დაკეტილია. ევროპულმა ფეხბურთმა ხარისხი დაკარგა პრემიერ ლიგის გამოკლებით, რომელიც ყველა დანარჩენ ჩემპიონატს საგრძნობლად უსწრებს.

რაც შეეხება საუდის არაბეთის ლიგას, ის ამერიკულ MLS-ზე უკეთესია. ამ ლიგისკენ ფეხბურთელებს გზა მე გავუხსენი, ახლა კი ყველა აქ მოდის. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ერთ წელიწადში საუდის არაბეთის ლიგა თურქეთისა და ნიდერლანდების ჩემპიონატებს გადაუსწრებს", - განაცხადა ლეგენდარულმა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრში“ 2023 წლის იანვარში გადავიდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში 14 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები