ზამთარში კრიშტიანუ რონალდუს საუდის არაბეთის კლუბ "ალ-ნასრში" ტრანსფერი გლობალური სენსაცია აღმოჩნდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კი ასეთი კალიბრის გარიგებები არაბებისგან უკვე აღარავის უკვირს.
არაბებს სურთ ნახვების თვალსაზრისით საკუთარი ტურნირი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის დონეზე აიყვანონ, რისთვისაც ქვეყანა მილიარდობით დოლარს ხარჯავს და წარმატებული ფეხბურთელები ევროპიდან არაბეთში გადაჰყავთ.
ამ დროისთვის საუდის არაბეთში მოთამაშე 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, რომელთა ტრანსფერიც ამ ზაფხულს განხორციელდა არიან:
5-4. კალიდუ კულიბალი - 25 მილიონი ევრო (ჩელსიდან ალ-ჰილალში)
5-4. მარსელო ბროზოვიჩი - 25 მილიონი ევრო (ინტერიდან ალ-ნასრში)
3. ნ’გოლო კანტე - 100 მილიონი ევრო (ჩელსიდან ალ-იტიჰადში)
2. კარიმ ბენზემა - 200 მილიონი ევრო (რეალ მადრიდიდან ალ-იტიჰადში)
1. კრიშტიანუ რონალდუ - 200 მილიონი ევრო (მანჩესტერ იუნაიტედიდან ალ-ნასრში)