მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Euronews: რამდენს გამოიმუშავებენ ევროპაში დისტანციურად დასაქმებულები?

629ca96ca31ae
მარიამ ადამია
06.06.22 00:30
1634
პანდემიამ რომ ადამიანების ცხოვრების სტილი მნიშვნელოვნად შეცვალა, ახალი არაა - თუ პანდემიამდე სამსახურში წასვლა და ოფისიდან მუშაობა, ძირითადად, სავალდებულო იყო, პანდემიამ გვაჩვენა, რომ არის სფეროები, სადაც სახლიდან მუშაობაც ჩვეულებრივადაა შესაძლებელი. მეტიც, შეიძლება, ერთ ქვეყანაში ცხოვრობდე და სხვა, მაგალითად, რომელიმე ზღვისპირა ქვეყანაში გქონდეს სამსახური. მსგავსი სურვილი, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, მთელ მსოფლიოში ძალიან ბეევრ ადამიანს გაუჩნდა. შესაბამისად, სტაბილური სამსახურებიდან წამოსვლა და ახალი თავგადასავლების ძებნაც დაიწყეს. ნაწილი კი, ჯერ კიდევ ვერ დგამს ამ ნაბიჯს და ვერ ტოვებს სამსახურს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მათ საჭიროებებსა და შესაბამისად, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა უჭირთ.

სწორედ ამ თემაზე, PWC-მა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა, მომდევნო 12 თვის გამავლობაში სამსახურიდან წამოსვლას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას გეგმავს. Glassdoor-ის მონაცემები კი აჩვენებს, OECD-ის ქვეყნებში რამდენია საშუალო ანაზღაურება ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში 37,5-საათიანი სამუშაო კვირის განმავლობაში. ამ თემაზე მასალას Euronews აქვეყნებს.

კვლევაში განხილულ პროფესიებს შორის ერთ-ერთი ვებდეველოპერია, რომელსაც მაგალითად, შვეიცარიაში $88,496-ს უხდიან, დანიაში - $70,763-ს, საფრანგეთში ვებდეველოპერის ხელფასი საშუალოდ $43,757, ხოლო ნიდერლანდებში კიდევ უფრო დაბალი - $40,531. მკვეთრად განსხვავდება ანაზღაურება თუკი ჩამოთვლილ ქვეყნებს საბერძნეთს შევადარებთ, სადაც აღნიშნულ პროფესიაზე ანაზღაურება $13,492-ია, ხოლო პორტუგალიაში - $15,557. ცხადია, ხელფასები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგან ცხოვრების ხარჯიც მაღალია ანუ შვეიცარიასა და დანიაში მართალია, ხელფასები მაღალია, თუმცა პარალელურად, ორივე, 10 ყველაზე ძვირადღირებულ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციაზე ხვდება.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც კვლევის ფარგლებში განიხილეს და ხელფასიც დაითვალეს UX/UI დიზაინერია, რომელსაც შეუძლია დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან მუშაობა. ანაზღაურების სახით კი, მაგალითად, აშშ-ში $105,000-ს მიიღებს, შვეიცარიაში -$88,496-ს. შედარებისთვის, თურქეთში ამ სფეროს პროფესიონალებს $6,217-ს უხდიან, ხოლო კოლუმბიაში - $12,311-ს. ყველაზე მაღალი ანაზღაურება შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ირლანდიასა და ლუქსემბურგშია.

რაც შეეხება გრაფიკულ დიზაინერს, ესეც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა მთელს მსოფლიოში, რომლის საშუალო ყოველთვიური ხელფასი შვეიცარიაში $85,258-ია, ლიეტუვაში - 58,467 აშშ დოლარი, ნორვეგიაში კი - $57,990. იმ ქვეყნებს შორის, სადაც გრაფიკულ დიზაინერს ყველაზე მეტს უხდიან, ასევე სახელდება დანია და იტალია. შედარებისთვის, თურქეთში ამ პროფესიის მქონე ადამიანებს $4,441-იანი ანაზღაურება აქვთ, კოლუმბიაში - $6,155, ხოლო მექსიკაში - $6,829.

კვლევის ორგანიზატორებმა ბუღალტერების ანაზღაურებაც განიხილეს და როგორც გაირკვა, ყველაზე მაღალი ხელფასი ისევ შვეიცარიაში აქვთ - $118 714, ისლანდიაში - $83 219, ხოლო ავსტრიაში - $72 060. ხუთეულშია ასევე ნიდერლანდები და დანიაც. ამ კუთხით ყველაზე დაბალია ანაზღაურება სლოვაკეთში, პორტუგალიაში, უნგრეთში, პოლონეთსა და საბერძნეთშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები