გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში წერია, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა დემოკრატიული სტანდარტების და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები.
იგი ასევე იმ ძირითად დარღვევებზე საუბრობს, რაზეც ეუთო/ოდირის დასკვნაშია საუბარი.
გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე!მნიშვნელოვანია: ტექნიკურად გამართული პროცედურები არ ნიშნავს სამართლიან, მიუკერძოებულ და დემოკრატიულ არჩევნებს!
მართალია ეუთო/ოდირი პირდაპირ არ აფასებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას, მაგრამ ამომრჩეველთა დაშინების, მედიის მიკერძოებულობის, არათანაბარი საარჩევნო გარემოს და ხმის მიცემის საიდუმლოების სისტემური დარღვევის კომბინაციამ აჩვენა, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა დემოკრატიული სტანდარტების და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების მთავარი მოთხოვნები ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.
ძირითადი დარღვევები: ამომრჩეველთა დაშინება; მედიის მიკერძოებულობა; არათანაბარი საარჩევნო გარემო; ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევა.
რას ნიშნავს "ტექნიკურად კარგი ადმინისტრირება"?
ეს მხოლოდ პროცედურულ საკითხებს მოიცავს: უბნების დროულად გახსნა; საარჩევნო მასალების მიწოდება; ბიულეტენების დათვლა; ოქმების შევსება.
მთავარი დასკვნა: მხოლოდ ტექნიკურად გამართული პროცედურები არ არის საკმარისი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის შესაფასებლად, როცა არსებითი დემოკრატიული პრინციპები ირღვევა.
არადემოკრატიული გზით ჩატარებულ არჩევნებს არ აქვს ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. დემოკრატიული პროცესის აღდგენისთვის აუცილებელია ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რომელიც ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", - წერს ელგუჯა ხოკრიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირმა 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.