მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეუთო/ოდირმა მკაფიოდ თქვა, რომ არჩევნები შედგა და იმედია, ყველა, მათ შორს, EU იქნება დასკვნის ერთგული - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირმა მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა და ჩნდება აღქმა, ხომ არ არის სურვილი, რომ მოხდეს ეუთო/ოდირის დასკვნის რევიზია.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და მმართველი გუნდის მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორის, ევროკავშირი ამ დასკვნის ერთგული იქნება.

„ჩვენ გვესმოდა, რომ ევროკავშირი არჩევნების შეფასების დროს დაეფუძნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნას. სამწუხაროდ, ზოგიერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისგან, თუ ქვეყნისგან გვესმის, აჩენს აღქმას, რომ ხომ არ არის სურვილი, ეუთო/ოდირის დასკვნის რევიზია მოხდეს, ან ეუთო/ოდრის დასკვნის გვერდის ავლა და დაყრდნობა რაღაც სხვა ანგარიშებზე, რომლებიც იქნებოდა, მაგალითად, ადგილობრივი NGO-ების მხრიდან მომზადებული, რომლებიც ვიცით, რომ თავად საარჩევნო მიზნებით ხელმძღვანელობდნენ ამ არჩევნებზე.

ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითაც და ზეპირადაც მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ეს არის ეუთო/ოდირის მკაფიო ანგარიში და დასკვნა და ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორს, ევროკავშირი იქნება ერთგული ეუთო/ოდირის დასკვნის,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესი ცესკოს მიერ კარგად იყო ორგანიზებული, გარემო იყო დაძაბული და ირღვეოდა ხმის მიცემის ფარულობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები