ეუთო/ოდირს არ უთქვამს, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა - ამ ანგარიშში ამ ფრაზის არ გამოყენება ნიშნავს რომ ამომრჩეველს არ ჰქონდა შესაძლებლობა არჩევანი თავისუფალ გარემოში გაეკეთებინა - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, ეუთო/ოდირს ფუნქციებში არ არის არჩევნების ლეგიტიმაციაზე დასკვნა გააკეთონ, თუმცა საბოლოო დასკვნაში მოცემული გარემოებები ცხადყოფს რომ არჩვენბი თავიუფალ გარემოში არ ჩატარდა.
"ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებამ დაადასტურა ყველა ის დარღვევა, რომლის სისწორე საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი გამოცდილებით ყველაზე კარგად იცის და დადასტურებულია კეთილსინდისიერი ადგილობრივი მისიების, მათ შორის, საიას, შეფასებებით. დაშინების და ზეწოლის გარემოში, სადაც ხმის ფარულობა სისტემურად ირღვეოდა, ხოლო საარჩევნო დავები არ წყდებოდა სამართლიანი პროცედურების დაცვით, ეუთო ვერ იტყოდა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და არც თქვა. მიუხედავად იმისა, როგორ ეცდებიან ამ შეფასების ინტერპრეტაციას, ანგარიშის წაკითხვა ყველას შეუძლია. თარგმანიც დაიდება. ლეგიტიმურობის შეფასება ეუთოს მანდატში არ შედის და ამას ხალხი თავად აკეთებს.
ხმის ფარულობის დარღვევა ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია რომელზეც საუბარია დასკვნაში და მის სისტემურობაზეა საუბარი, ამას მოწმობს რეკომენდაციაც რომელიც ამ ნაწილთან მიმართებით არის გაცემული. ხმის ფარულობის სისტემურ გამოწვევას სჭირდება სისტემური გადაწყვეტა. ეს საკითხი არის გამოყოფილი როგორც ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა.
კიდევ ერთი დარღვევა რომელზეც ეუთო/ოდირი საუბრობს რომ სასამართლოში და დავის გადაწყვეტის სხვა ფორმებში, ოლქებში არ იყო შესაძლებლობა დავები გადაწყვეტილიყო შესაბამისი გარანტიების არსებობის გამო.
ეუთო/ოდირს არ უთქვამს რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა - ამ ანგარიშში ამ ფრაზის არ გამოყენება ნიშნავს რომ ამომრჩეველს არ ჰქონდა შესაძლებლობა არჩევანი თავისუფალ გარემოში გაეკეთებინა. ლეგიტიმაციაზე საუბარი მათი მეთოდოლოგიის ნაწილი არ არის, მათი მანდატის საკითხი არ არის რომ მათ ლეგიტიმაციაზე დასკვნა გააკეთოს. მათ ფუნქციებში არ შედის თუმცა დასკვნაზე მოცემული გარემოებები ქმნის თუ არა ლეგიტიმაციის საფუძველს ეს თავად მოსახლეობამ უნდა შეაფასოს", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირმა 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.