მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევოლუშენის" ოფისთან გაფიცული თანამშრომლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ლაბორი

"ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლებმა პროტესტის უკიდურესი ფორმის, შიმშილობის პარალელურად, საპროტესტო აქცია დღეს დილიდან განაახლეს.

როგორც პროფკავშირი "ლაბორის" თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ BM.GE-სთან განაცხადა, დილის 06:00 საათიდან სრულად პარალიზებულია "ევოლუშენ ჯორჯიას" H შენობა.

"ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლები უკვე 44 დღეა გაფიცულები არიან. მათი მოთხოვნები 45 საკითხს, მათ შორის ხელფასების ზრდასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოიცავს. აქციების 33-ე დღეს გაფიცულებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, უვადო შიმშილობას მიმართეს.

გაფიცულები კომპანიას თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. საკითხი მას შემდეგ გამწვავდა, რაც კომპანიის მენეჯერების სამსახურებრივი მიმოწერები გავრცელდა, სადაც ისინი დასაქმებულებს დისკრიმინაციული ხასიათის შეურაცხყოფას აყენებდნენ. კომპანიის განცხადებით, მენეჯერები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა "ლაბორში" ამბობენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და მათი მხოლოდ ნაწილია გათავისუფლებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები