მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევრაზიის განვითარების ბანკი(EDB) სომხეთის საფონდო ბირჟაზე (AMX) ობლიგაციებს განათავსებს

EDB

ევრაზიის განვითარების ბანკი (EDB) ობლიგაციების სადებიუტო განთავსებას აცხადებს სომხეთის საფონდო ბირჟაზე (AMX) - ამის შესახებ ნათქვამია EDB- პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განთავსების (ლისტინგის) ორგანიზატორი სომხეთის ბანკი სსარდშიბანკია”. ობლიგაციის ნომინალი - 1000 USD შეადგენს, წლიური განაკვეთი 6% და თავად საკუპონე პერიოდი 6 თვეა. ობლიგაციების განთავსების ვადა სამწლიანია და ნომინალური მოცულობა 30 მლნ USD (აშშ დოლარი) შეადგენს.

ევრაზიის განვითარების ბანკი (EDB) - საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაა, 7 მლრდ დოლარის საწესდებო კაპიტალით, რომელიც პროექტებს ახორციელებს (აფინანსებს) ევრაზიის ტერიტორიაზე. EDB- პორტფელი წარმოდგენილია ციფრული ტექნოლოგიები, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის პროექტების დაფინანსებით. საკრედიტო პორტფელშია მანქანათმშენებლობის და მრეწველობის სხვადასხვა პროექტები. ბოლო პერიოდში, ევრაზიის განვითარების ბანკი (EDB) პრიორიტეტულად ESG მიმართულების პროექტებს მიიჩნევს. EDB 2006 წელს ამოქმედდა და მისი დამფუძნებლები არიან ყაზახეთის და რუსეთის სახელმწიფოები. 2009 წელს EDB- გახსნა კარი სხვა დამფუძნებლებისთვის და მას შეურთდნენ სომხეთი და ტაჯიკეთი. მოგვიანებით, 2010 წელს EDB- წევრები გახდნენ ბელარუსი და 2011 წელს კი ყირგიზეთი.

2014 წლიდან მოყოლებული, EDB არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო სანქციების სამიზნე. 2002 წელს Bloomberg წერდა, რომ რუსეთი აპირებდა საკუთარი წილის 50%-ზე მეტით შემცირებას (ამჟამად რუსეთი EDB-ში 44,79% ფლობს) რათა დაეზღვია ბანკი შესაძლო სანქციებისგან. ამ ვითარებით, შესაძლოა ისარგებლოს ყაზახეთმა და EDB- საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები