მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევრო 2024"-ზე დასასწრებად ჩარტერული რეისების სუბსიდირება სახელმწიფოს ₾4,6 მილიონი დაუჯდა

დავითაშვილი გაიაშვილი

"ევრო 2024"-ისთვის საქართველოდან ჩარტერული რეისების ორგანიზებისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას 4 662 100 ლარი გადაეცა. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 7 აგვისტოს გამოაქვეყნა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 4 662 100 ლარი, შემდგომში შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ გადასაცემად“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

ცნობისთვის, "ევრო-2024"-ზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი თამაში ითამაშა, ქართველი გულშემატკივრებისთვის ოთხივე თამაშზე დასასწრებად საქართველოდან გერმანიის მიმართულებით და პირიქით, ჯამში 41 ჩარტერი დაინიშნა. მათ შორის 29 თბილისის აეროპორტიდან, ხოლო 12 - ქუთაისის აეროპორტიდან. ქომაგებისთვის სუბსიდირებული ჩარტერული ფრენის 1 გზის ღირებულება 195 ევრო იყო, ორმხრივი ავიაბილეთი კი მგზავრებს 390 ევრო დაუჯდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები