მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს - ღარიბაშვილი

63544891ef63b
BM.GE
22.10.22 23:44
630
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯორჯია მელონის იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს.


“იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ ჯიორჯია მელონის.

მოუთმენლად ველი საქართველო-იტალიის ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე.

საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს”,-წერს პრემიერ-მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები