მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროინტეგრაციის კომიტეტმა „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონებში ცვლილებებს მხარი დაუჭირა - რა იცვლება?

ენერგო

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები განიხილეს.

საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება დაკავშირებულია ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმის და ასოცირების შესახებ შეთანხმების XXV დანართის შესრულებასთან.

საკანონმდებლო პაკეტის მიღება უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აღებული ვალდებულებების შესრულებას.

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოს მის საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლება, (რაც გულისხმობს აღნიშნული შენობების რეკონსტრუქციას, რომ გახდეს ენერგოეფექტური) და ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვა.

რა მოცულობის ენერგიას დაზოგავს საქართველო ენერგოეფექტურობის კანონის ამოქმედების შემდეგ?

გაზრდის თუ არა სამშენებლო ხარჯებს კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები