მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის ენერგიას დაზოგავს საქართველო ენერგოეფექტურობის კანონის ამოქმედების შემდეგ?

ენერგოეფექტურობა

საქართველოს პარლამენტში, ეკონომიკის სამინისტრომ „ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის შემუშავებისა და მიღების აუცილებლობა განპირობებულია საერთაშორისო ვალდებულებებით, ევროკავშირთან „ასოცირების შეთანხმების“
გაფორმებისა და შესაბამისად, საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანებით, ისევე როგორც დირექტივაში შესული ცვლილებებით.

კანონპროექტის მიზანია დირექტივასთან შესაბამისობა. რაც, ამასთანავე, ხელს შეუწყობს
ენერგიის დაზოგვის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას.

კანონპროექტის კონკრეტული მოსალოდნელი შედეგები კი ასეთია:

საქართველოსთვის ენერგიის დაზოგვის სამიზნე მაჩვენებელი ევროკავშირის დირექტივის 2018/2002/EU მე-7 მუხლის მიხედვით (2019 და 2020 საქართველოს ენერგეტიკული ბალანსების მონაცემების საფუძველზე) შეფასებულია როგორც 944.17 ათასი ტნე ან 10 980 გვტ.სთ. ენერგიის მოსალოდნელი დანაზოგი ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმით (შემდგომში - ეკეგ) დაგეგმილი ენერგოეფექტურობის ღონისძიებების საფუძველზე შეადგენს - 1 3101
ათასი ტნე-ს 2030 წლისთვის. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ პოლიტიკის ტიპის ღონისძიებებით
შესაძლებელია სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა.

გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე საჯარო შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 1%-ის განახლების ვალდებულება, ხოლო 2025 წლის 2 იანვრიდან 3%-იანი განახლების ვალდებულება მნიშვნელოვნად დაზოგავს საჯარო შენობებში ენერგიის მოხმარებას და გაზრდის კომფორტის დონეს. ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული შენობების პირველადი ინვენტარიზაციის შედეგად, 1% სამიზნე მაჩვენებელი შეფასდა როგორც სულ მცირე 69 029 მ². ხოლო 3%-ის შემთხვევაში, იდენტური მაჩვენებელი იქნება სულ მცირე 207 088 მ2 წელიწადში.

კანონპროექტი უკავშირდება სამთავრობო პროგრამა 2021 − 2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები