საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილა.
განხორციელებული ცვლილებებით 2028 წლისთვის არასაცხოვრებელი შენობები, მათ შორის
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობები აღჭურვილნი უნდა იყვნენ შენობის
ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემით, რაც გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილს. ამოქმედდება 2026 წელს შესაბამისად, ხარჯები დაფინანსდება 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
კანონპროექტში მოაზრებული ყოველგვარი ფუნქციების შესრულება განხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შექმნილი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ან/და სხვა უკვე არსებული სტრუქტურების მიერ, რომელთა თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობა კანონპროექტის მიღებისგან დამოუკიდებლად განისაზღვრება.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებები ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის მოთხოვნებთან. ისევე როგორც, ინიცირებული კანონპროექტი ,,ენერგოეფექტურობის შესახებ". მიზანია ენერგეტიკის სფეროში კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება. ასევე მითითებულია, რომ წარმოდგენილ კანონპროექტში საჭირო გახდა ევროკავშირის კონსოლიდირებული ვერსიის გამოყენება, რაც განპირობებულია მსოფლიო ბანკთან მიღწეული შეთანხმებით განვითარებადი პოლიტიკის ოპერაციის (DPO) შესაბამისად, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსთვის ფინანსურ მხარდაჭერას, 50 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც მიემართება ქვეყნის ბიუჯეტში.
კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ინიციატორების მოლოდინით, კანონის პროექტის მიზნების შესრულება უზრუნველყოფს შენობების ენერგოეფექტურობის, ასევე, შენობებში გათბობისა და შენობებში ჰაერის კონდიცირების სისტემების რეგულარული ინსპექტირების წესების უფრო დეტალური რეგლამენტირებით, ენერგორესურსების
რაციონალური გამოყენების ხელშეწყობასა და შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას,
ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან აღებული ვალდებულებების შესრულებას.
ენერგეტიკული გაერთიანების მიმართ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გარდა, კანონის პროექტით გათვალისწინებული პოლიტიკის ტიპის ღონისძიებები თანხვედრაშია საქართველოს მიერ ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის ამაღლების პოლიტიკის მიზნებთან.
ამასთან, ჩნდება დამატებითი კადრების აუცილებლობა. ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების ან შენობაში გათბობის ან/და გაგრილების და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის პროფესიის დაუფლების გზები გამარტივდება, ვინაიდან აღნიშნული მოიცავს გადამზადების, სერტიფიცირებისა და რეგისტრაციის მეთოდს.
კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები:
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებულია შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია, რომელსაც განხორციელებული ცვლილებების პროექტით ემატება სივრცის გათბობა/გაგრილებაზე, ცხელ წყალზე და შენობის სხვა საინჟინრო-ტექნიკური სისტემების ენერგიის გამოითვლის ვალდებულება, რაც სავარაუდოდ გაზრდის სამშენებლო კომპანიების ხარჯებს.
პროექტით ასევე გაიზარდა შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები, კერძოდ
ზემოხსენებულს დაემატა განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე ენერგომომარაგების დეცენტრალიზებული სისტემების, შენობის ენერგომენეჯმენტის სისტემებისა და „ჭკვიანი სისტემები“ და სხვა მოთხოვნების გათვალისწინების ვალდებულება, რაც ასევე სავარაუდოდ გაზრდის სამშენებლო კომპანიების ხარჯებს.
„შენობის ჯამური ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით, შენობის საინჟინრო-ტექნიკური
უზრუნველყოფის სისტემების სწორი შერჩევისა და მონტაჟის, რეგულირებისა და მართვის წესები“ დამტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, რითიც დადგინდება ენერგიის ექსპლუატაციის, დამონტაჟების და შენობის ტექნიკური სისტემების, მათ შორის, დამუხტვის წერტილების მიმართ მოთხოვნები, რაც ასევე გაზრდის სამშენებლო კომპანიების ხარჯებს.
განხორციელებული ცვლილებით, სანებართვო დოკუმენტაციაში აღარ არის საჭირო გარემოსდაცვითი მიზანშეწონილობის შეფასების ასახვა, რაც შეამცირებს სამშენებლო კომპანიების ხარჯებს.
სამომავლო ენერგოეფექტურობის შეფასება განხორციელდება დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ, რომელიც არის „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი. განხორციელებული ცვლილებით გაიზრდება დამოუკიდებელი ექსპერტის შემოსავალი, თუმცა ენერგოეფექტურობის შეფასების ხარჯების დაფარვის ვალდებულება მიემართება შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრეს და ამ მხრივ უარყოფით გავლენას მოახდენს მის ბიუჯეტზე.
სამომავლო ენერგოეფექტურობის შეფასება განხორციელდება დამოუკიდებელი ექსპერტის
მიერ, რომელიც არის „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი. განხორციელებული ცვლილებით გაიზრდება
დამოუკიდებელი ექსპერტის შემოსავალი, თუმცა ენერგოეფექტურობის შეფასების ხარჯების
დაფარვის ვალდებულება მიემართება შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრეს და ამ მხრივ
უარყოფით გავლენას მოახდენს მის ბიუჯეტზე.
კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განუხორციელებლობა ახალი რედაქციის მიხედვით, შენობის და შენობის ნაწილის მესაკუთრეების გარდა, ასევე გამოიწვევს სისტემის მესაკუთრის დაჯარიმებას. შესაბამისად გაიზრდება სისტემის მესაკუთრის ხარჯები.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტები 2025 წლის 2 იანვრიდან შევა ძალაში, რაც შეეხება მოსახლეობას, მათ ენერგოაუდიტის ჩატარების ვალდებულება ექნებათ 2028 წლიდან, მაგრამ ეს არ გავრცელდება ძველ შენობებზე.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. რადგან ჯერ კანონპროექტი მხოლოდ კომიტეტების დონეზე განიხილება არ არის ცნობილი დეველოპერული და სამშენებლო სექტორის პოზიცია და მოსაზრება, რა გავლენა ექნება მათზე პროექტს კანონად ქცევის შემთხვევაში.