მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროინტეგრაციის შეჩერება ჩვენთვის მეტად მტკივნეულია - იუსტიციის სახლის 300-ზე მეტი თანამშრომელი

იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნებიან. განცხადებას, რომელსაც ამ დროისთვის ხელს აწერს იუსტიციის სახლის 324 თანამშრომელი, BMG უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვაცხადებთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება სცდება პოლიტიკური გემოვნების საკითხს.

იგი ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზანს.

იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შეტანილი ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში. შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერება ჩვენთვის მეტად მტკივნეულია.

გვჯერა, სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ერთადერთი გზა, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი!

ვემსახურებით საქართველოს და უპირობოდ ვიცავთ მის კონსტიტუციას!"

[განცხადება ღიაა და ხელმოწერა შეუძლია იუსტიციის სახლის ყველა თანამშრომელს]

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი თანამშრომლები - იხ.ბმული

ინფორმაციისთვის: "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ემიჯნება საგარეო საქმეთა, თავდაცვის, განათლების და იუსტიციის სამინისტროების ასობით თანამშრომელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები