მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ოცნება შესულია ანტიკონსტიტუციური ქმედებების სპირალში - გიორგი გახარია

ექსპრემიერი
29.11.24 15:47
445

გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ, რომელმაც არჩევნები გააყალბა, პარლამენტი კანონდარღვევით შეკრიბა და პრემიერი კანონდარღვევით აირჩია, გუშინ სახელმწიფო ინტერესების მიმართ ღალატი ჩაიდინა. გიორგი გახარიას განცხადებით დღეს შექმნილი უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეები ვალდებული არიან გაერთიანდნენ და პროტესტი გამოხატონ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

"26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების შემდეგ ქართული ოცნება შესულია ანტიკონსტიტუციური ქმედებების სპირალში, პარლამენტის პირველი სხდომის უკანონო დღე, უკანონოდ დამტკიცებული მთავრობა, პრეზიდენტის არჩევის გეგმა, ამაზე რა თქმა უნდა მიიღო პროტესტი საქართველოს მოქალაქეების და საერთაშორისო საზოგადოების. ამ გაყალბებულმა არჩევნებმა ქართული ოცნება მიიყვანა ყველაზე მძიმე ნაბიჯამდე, რაც იყო სახელმწიფო ინტერესების გაცხადებული და კოლექტიური ღალატი პირდაპირ ეთერში, ივანიშვილის დავალებით, უკანონოდ არჩეული პრემიერის მიერ, რომელმაც განაცხადა რომ ოცნების გადაწყვეტილებით ისინი აჩერებენ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. დღეს ჩვენი ყველა მოქალაქის ვალია რომ გავერთიანდეთ, რათა ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე და ამ გზაზე ჩვენი მიზნებია:

მივიღოთ ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი, არჩეული იყოს ცესკოს, სუს-ის, სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შემდგომ არჩევნებს არ ექნება აზრი, იმისთვის რათა მივიღოთ პირველი, ჩვენ გვჭირდება მოსახლეობის მხრიდან გამოვხატოთ პროტესტი მთელი სახელმწიფოს მასშტაბით;

მივმართავ დასავლეთის მთავრობებს, რათა მათ ლეგიტიმაცია არ მისცენ უკანონოდ დანიშნულ თანამდებობის პირებს და მათ ხელთ არსებული ყველა სანქცია , ოღონდ არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მაგალითად ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, არამედ კონკრეტულად იმ ადამიანების წინააღმდეგ რომლებიც პასუხსიმგებელი არიან არჩევნების მოპარვაში, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში და მოქალაქეებზე ძალადობაში, რომლებიც გუშინ ქუჩაში იცავდნენ ქვეყნის ევროპულ მომავალს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები