ევროკავშირმა აფრიკაში განახლებადი ენერგიის პროექტებში ინვესტირებისთვის €545-მილიონიანი პაკეტი წარადგინა.
ევროკომისიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული თანხები აფრიკის კონტინენტის ელექტრიფიკაციას, ელექტროქსელების მოდერნიზებას და განახლებად ენერგიაზე წვდომის გაუმჯობესებას მოხმარდება.
პროექტებს შორისაა $420 მილიონის ინვესტირება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზისთვის კოტ-დ’დივუარში, რეგიონული ენერგოდისტრიბუციის გაძლიერებისთვის, $96-მილიონიანი ინვესტიცია კამერუნის სოფლების ელექტრიფიკაციისთვის და $53 მილიონის გამოყოფა სომალიში განახლებად ენერგიაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.
საქმე ისაა, რომ მიუხედავად აფრიკის კონტინენტის განახლებადი ენერგიის სექტორის მაღალი პოტენციალისა, ევროკომისიის თანახმად, ამ დრომდე 600 მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. ევროკავშირის დაფინანსების პაკეტი კონტინენტზე 2030 წლამდე 38 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის.




























