მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი ბატარეების კუთხით ჩინეთზე დამოკიდებულების რისკებზე საუბრობს

EU

ევროკავშირი ლითიუმ-იონური ბატარეების კუთხით 2030 წლისთვის ჩინეთზე შესაძლოა ისეთივე დამოკიდებული გახდეს, როგორც ომამდე რუსეთზე იყო. ამაზე საუბარია ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც Reuters-ისთვის გახდა ცნობილი.

გამოცემის ცნობითვე, ბლოკის ლიდერები ამ დოკუმენტს ოქტომბერში, ესპანეთის ქალაქ გრანადაში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ. კერძოდ, ლიდერები მოისმენენ ევროკომისიის წინადადებას ევროპის ჩინეთზე დამოკიდებულების რისკებზე. დოკუმენტის თანახმად, განახლებადი ენერგიების ბუნების გათვალისწინებით ევროპას დასჭირდება ენერგიის რეზერვების გაკეთება, რათა მიაღწიოს საკუთარ მიზანს 2050 წლისთვის ნულოვან ემისიებთან დაკავშირებით. 

“ეს რეკორდულად გაზრდის ჩვენს მოთხოვნას ლითიუმ-იონურ ბატარეებსა და საწვავის უჯრედებზე”, - წერია დოკუმენტში.

ევროკომისიის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებამდე 2021 წელს ევროკავშირის გაზის მოხმარების 40%-ზე მეტი, ნავთობის 27% და ქვანახშირის 46% რუსეთზე მოდიოდა. ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან ენერგორესურსებით ვაჭრობის შეწყვეტამ ფასებისა და ინფლაციის ზრდა გამოიწვია, რამაც ევროპის ცენტრალური ბანკი აიძულა მკვეთრად გაეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რომელმაც თავის მხრივ ეკონომიკური ზრდა შეანელა. ბატარეები არ არის ერთადერთი, რაშიც ჩინეთის მიმართ ევროკავშირი მოწყვლადია და იგივე სცენარი შეიძლება ტექინდუსტრიასთან დაკავშირებითაც განვითარდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები