ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ევროკავშირი ბუნებრივი აირის რეზერვებს რეკორდული ტემპით ავსებს. ივნისის მდგომარეობით, ევროკავშირის მასშტაბით არსებული გაზსაცავები 76 პორცენტითაა შევსებული, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მაღალი მაჩვენებელია.
ევროკომისია მიზნად ისახავს, რომ პირველი ნოემბრისთვის რეზერვების 90% სრულად იყოს შევსებული. დეკემბერში კი გაზსაცავები მაქსიმალურ ნიშნულამდე უნდა იქნეს შევსებული.
ზოგადად, გაზის რეზერვებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ზამთრის პერიოდში, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით ბუნებრივი აირის ფასები იზრდება და აგრეთვე იმატებს იმის რისკიც, რომ მიწოდების შეზღუდვამ ბაზარზე ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვიოს, როგორც ეს რუსეთ-უკრაინის ომის საწყის პერიოდში მოხდა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ამჟამად მეგავატი-საათი გაზის ღირებულება ევროპაში 30 ევროს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 80%-ით შემცირებული მაჩვენებელია.