ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.
ანტონიო კოსტა გმობს თბილისში, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას.
"ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას. ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ხალხის ნებას. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით”, - წერს კოსტა X-ზე.