მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი გვბლოკავს, რადგან ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ ვაკანონებთ - ბეჟან წაქაძე

ბეჟან წაქაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნა და საქართველოსთან პროცესის შეჩერება, უსამართლოა. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საქართველო EU-ს წევრი ორ ქვეყანაზე ადრე გახდება.

"საქართველო ამ ორ ქვეყანაზე ადრე გახდება ევროკავშირის წევრი. ჩვენი მეგობრები უნდა მიხვდნენ, რომ საქართველო ყველა მიმართულებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ დგას. არ ვეხები უკრაინას. მას დიდი პრობლემა აქვს, ომშია. ავიღოთ მოლდოვა. ერთი და ორი პროცენტით კი არა, ძალიან ბევრით წინ ვართ მასზე: დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, კორუფციის, ეკონომიკის მიმართულებით. ბოლოს და ბოლოს ესენგეს [დსთ] წევრია. რატომ აკეთებენ ამას ჩვენი მეგობრები, მიკვირს. მათ თუ ჩვენთან მეგობრობა უნდათ, მეგობრობა ცალმხრივი არ არიას. მე რომ გემეგობრები, შენც ანალოგიურად უნდა მოიქცე. როდესაც ამას საზოგადოება ხედავს, მას გარკვეული ნიჰილიზმი უჩნდება იმ მეგობრის მიმართ, რომელიც ასე იქცევა", - აცხადებს ბეჟან წაქაძე.

დეპუტატი ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს ჩაგრავს.

"... იმის გამო, რომ ლგბტ პარადი [მარში] არ განვახორციელეთ და მათთან განხორციელდა რამდენიმე დღის წინ და დიდი სიხარულით მიიღეს და მოუწოდეს [ევროკავშირში], რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ჩვენ ეს არ მივიღეთ და ამ კანონს [ანტი ლგბტ] ვიღებთ. ამის გამო თუ გვბლოკავენ...

- ვინ ამბობს ამას?

- როგორ არა.

- ვინ ამბობს?

- ვენეციის კომისიამ გვითხრა, კანონი არ მიიღოთო.

- იმიტომ, რომ ადამიანების უფლებებს ზღუდავს.

- არავითარ უფლებებს არ ზღუდავს. ჩვენ ვიღებთ კანონს, რომ რეკლამირება და მისი აფიშირება არ მოხდეს. ამის კანონს ვიღებთ და არა იმის, რომ ასეთ ადამიანებს დევნა გამოვუცხადოთ. არა ბატონებო, შევიდნენ, სადაც უნდათ და რაც უნდათ ის გააკეთონ. ღონისძიებებიც ჩაატარონ შიგნით, მაგრამ გარეთ არა.

- იმის გამო, რომ პრაიდი არ ტარდება და ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ ვუშვებთ, ამისთვის გვბლოკავენ?

- ამისთვისაც. არ ვამბობ, რომ მხოლოდ ამისთვის. სხვა მიზეზი არ არსებობს.

- ვინ ამბობს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვით, თორემ ევროკავშირში არ მიგიღებთო?

- ყველაფერი გეგმაზომიერად ხორციელდება. ჯერ პრაიდი უნდა ჩაატარო, მერე ეს მოწოდება იქნება.

- პრაიდი არ ჩატარებულა, მაგრამ სტატუსი მოგვცეს.

- გასაგებია. მონაცემები კარგი გვაქვს, მაკროეკონომიკური პარამეტრებით მათ ვჯობნით. მაშინ მიზეზი რა არის?

- "რუსული კანონი"

- გამჭვირვალობის კანონი, ქართული კანონი ყველაზე მსუბუქია მათთან შედარებით, რაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღო. ახლა საფრანგეთმაც მიიღო.

- ფრანგული კანონი ხომ ყველა ქვეყანას არ ეხება?

- არ წერია მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ჩვენ, როცა გავხდებით წევრი ქვეყანა, ევროკავშირს ამოვიღებთ", - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები