ევროკავშირი კლიმატის დაცვასთან დაკავშირებულ ახალ კანონზე შეთანხმდა, რომელიც სათბური აირების ემისიის შემცირებას ითვალისწინებს.
კანონმდებლობა ევროპის მძიმე ინდუსტრიას ავალდებულებს ემისიები 2030 წლისთვის 62%-ით შეამცირონ.
კერძოდ, ევროგაერთიანება ენერგოკომპანიებისგან ითხოვს ატმოსფეროში ემისიის შემცირებას შეეცადონ, რადგან ნახშირორჟანგის ატმოსფეროში მოხვედრა გაცილებით ძვირი ჯდება თავად გარემოს დამაბინძურებლისთვისაც.
კლიმატის დაცვასთან დაკავშირებული ახალი კანონი ევროკავშირში იმპორტიორ კომპანიებსაც შეეხებათ. კერძოდ, მათ დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევთ იმ შემთხვევაში, თუ მათი პროდუქტი კლიმატის დაცვასთან დაკავშირებულ ახალ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს.