მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროკავშირი კვლავაც შეუწყობს ხელს ქართულ ბიზნესს" - კატალინ გერმანი

ეუ

ევროკავშირმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 5 მილიონი ევროს ღირებულების ხუთწლიანი პროგრამა "ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში" შეაჯამეს. ორგანიზაციების ინფორმაციით, პროგრამამ 2019-2023 წლებში ხელი შეუწყო ისეთი საკვანძო მიმართულებების წახალისებას, როგორებიცაა ცირკულარული ეკონომიკა, ბიზნეს კლასტერები, ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემო და საქართველოს მეწარმეების დამკვიდრება ევროპულ ბაზრებზე. ევროკავშირისა და გაეროს ხელშეწყობით, 1500-ზე მეტი მეწარმე და ფერმერი სხვადასხვა სასწავლო და ქოუჩინგ პროგრამაში ჩაერთო, რამაც მათი მეწარმეობის უნარები გაზარდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილის, კატალინ გერმანის განცხადებით, ისინი მეწარმეებს განათლებისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში მნიშვნელოვნად დაეხმარნენ.

მისი თქმით, ევროკომისიის დასკვნა, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს, ბიზნესს კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს გაუხსნის.

"რა თქმა უნდა, ბიზნეს კლასტერების ჩამოყალიბება ამ პროგრამის შედეგია. ამასთან, ჩვენ მეწარმეებთან ბევრს ვმუშაობდით და ხელი შევუწყვეთ მათი შესაძლებლობების გაზრდას, განათლებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. რა თქმა უნდა, ეს შედეგები და წარმატება უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს და ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ამ ერთიან ძალისხმევასთან ერთად, რომელიც ახლა არსებობს, უნდა განვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების ხელშეკრულება,რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პროგრამის გაგრძელებას. ამას ახლა განვიხილავთ. ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირი კვლავაც შეუწყობს ხელს ქართულ ბიზნესს. გვაქვს შემუშავებული კომპლექსური სქემა, რომელიც მოიცავს როგორც საგრანტო დახმარებას, ისე სესხების გაცემას. ჩვენ ისევ ვიქნებით ნაწილი იმ წარმატებისა, რომელსაც ქართული ბიზნესი მიაღწევს", - განაცხადა კატალინ გერმანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები