ევროკავშირის საბჭომ გადახედა იმ ქვეყნების სიას, რომლებისთვისაც რეკომენდებულია სამოგზაურო შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სამოგზაურო შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება შემდეგი ქვეყნებისთვის არის შესაძლებელი: ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ახალი ზელანდია და რუანდა, ხოლო მერვე ქვეყნისთვის – ჩინეთისთვის სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნა იმ შემთხვევაში განიხილება, თუ ჩინეთიც სურვლის გამოთქვას და საპასუხო ქმედებით უპასუხებს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ უსაფთხო ქვეყნების ჩამონათვალი პირველად ივნისის თვეში გამოაქვეყნა და სია ჯამში 15 ქვეყენას მოიცავდა, მათ შორის იყო საქართველო. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნების ჩამონათვალი რეგულარულად უნდა გადაიხედოს ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა საქართველო კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის გათვალისწინებით, უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ოქტომბერში ამოიღო.