მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი მონდომებულია საქართველოს მხარი დაუჭიროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მაგრამ 12 რეკომენდაცია უნდა შესრულდეს - ბორელი

ბორელი

12 რეკომენდაციის შესრულება იმისთვის არ არის, რომ ბრიუსელს ესიამოვნოს ან ბრიუსელში ადამიანები გაახაროს, ეს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსს ქვეყნები ავტომატურად ვერ დაიმსახურებენ, რადგან რეფორმების გატარებაა საჭირო.

„საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ახლა თქვენი მომავლისთვის გადამწყვეტი დროა, რადგან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი განიხილავს რა მომდევნო ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე-  გამოქვეყნდება ანგარიშის საქართველოს შესახებ.

მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა და ევროკავშირი მონდომებულია საქართველოს მხარი დაუჭიროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. კარი ღიაა და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაციის შევსება სერიოზული გადაწყვეტილებაა და კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რასაც ქვეყნები ავტომატურად იმსახურებენ - ეს სურვილი უნდა გამოჩნდეს სერიოზული რეფორმების გატარებით ევროკავშირის ღირებულებების გათვალისწინების მხრივ. საქართველოს შემთხვევაში ეს არის 12 რეკომენდაცია, რომელიც უნდა შესრულდეს და რომელიც ევროკომისიის მიერ არის განსაზღვრული და გამოქვეყნებული.

ამ 12 რეკომენდაციის შესრულება იმისთვის არ არის, რომ ბრიუსელს ესიამოვნოს ან ბრიუსელში ადამიანები გაახაროს, ამ სხვა წევრ ქვეყნებში, ეს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება.

საქართველოს მოქალაქეების 80% ევროკავშირში გაწევრიანება მხარს უჭერს. მინდა მადლიერება გამოვხატო მათდამი ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, - თქვა ჯოზეფ ბორელმა.

შეგახსენებთ: ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ეწვია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები