მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს გაამკაცრებს

რუსები
BM. GE
06.11.25 18:14
652

ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო პოლიტიკის გამკაცრებას აპირებს. შეზღუდვების ახალი პაკეტი მრავალჯერადი გამოყენების ვიზების ერთჯერადი ვიზებით ჩანაცვლებას მოიაზრებს. გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეებისათვის ვიზის აღების პროცესი უფრო გართულდება და გაძვირდება.

ახალი პოლიტიკის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ევროკავშირში შესვლას მხოლოდ ერთჯერადი ვიზიტით შეძლებენ. შეზღუდვების გამკაცრებას ასევე იგრძნობენ რუსი დიპლომატებიც. გავრცელებული ინფორმაციით, შენგენის ზონაში შესვლის შემდგომ მათ დასჭირდებათ ერთი წევრ სახელმწიფოს ტერიტორიიდან მეორეში გადასვლისთვის ნებართვის მიღება.

აღნიშნული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, რადგან შენგენის ზონას ერთიანი სასაზღვრო პოლიტიკა აქვს. მისი წევრ სახელმწიფოს ტერიტორიის გადალახვის შემდეგ შესული პირები ქვეყნებს შორის მოძრაობის აბსოლუტური თავისუფლებით სარგებლობენ. ევროკომისიის განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვის დაწესება მნიშვნელოვანია “რუსი დიპლომატების ჯაშუშური საქმიანობიდან გამომდინარე.”

სავიზო შეზღუდვების დაწესების მიუხედავად, ოფიციალურ ბრიუსელში განაცხადეს, რომ მნიშვნელოვან გამონაკლის წარმოადგენენ რუსი ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა აქტივისტები და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტები ევროკავშირმა ბათილად ცნო. მათი წარდგენა მიუღებელია ევროკავშირის საზღვარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები