მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის გართულებას განიხილავს

რუსები

ევროკავშირი განიხილავს ინიციატივას, რომელიც რუსეთისა და სხვა “არამეგობრული” ქვეყნების მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გართულებას გულისხმობს. თუ გაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის შეთანხმება შედგა, გამკაცრებული ზომები წლის ბოლოდან ამოქმედდება.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციების შემოღება ევროკავშირის წევრებისთვის სავალდებულო არ იქნება, თუმცა წესების გამკაცრების მსურველებს შესაძლებლობას მისცემს, უფრო შეზღუდონ რუსეთიდან ტურისტების შემოსვლა.

სწორედ რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკებია მიზეზი, რატომაც გაჟღერდა ინიციატივა. საკითხის განხილვა რამდენიმე დღეში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად ევროკავშირი სანქციების მე-19 პაკეტის მიღებაზეც ემზადება, რაც რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას კიდევ უფრო გაზრდის. სავარაუდოდ, აღნიშნული ინიციატივის განხილვა სწორედ სანქციების მე-19 პაკეტის ფარგლებში გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები