მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე მუშაობს

6254003417e32
მარიამ ვარადაშვილი
11.04.22 14:56
699
ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების მე-6 პაკეტზე მუშაობს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. კერძოდ, ჯეპ კოფონდი ამბობს, რომ ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტს უკვე განიხილავს, რათა რუსეთზე ზეწოლა გაიზარდოს.

“დანიის პოზიცია, რომ სანქციებზე მუშაობა გაგრძელდეს და ვიპოვოთ კონსესუსი, მათ შორის ენერგეტიკაზე”, - განაცხადა მან.

სანქციების მე-6 პაკეტზე მუშაობის შესახებ კომენტარი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგმაც გააკეთა. ლანდსბერგის თქმით, მოხარებულები არიან, რომ ევროკომისიამ ნათლად თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე მიმდინარეობს მუშაობა.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი მიიღო. ჯერჯერობით, ბოლო მე-5 პაკეტი მოიცავს რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას. ამას გარდა, პაკეტი მოიცავს რუსეთის ოთხ ყველაზე მსხვილ ბანკს, მათ შორის VTB-ს, ყველა სახის ტრანზაქცია აუკრძალოს. სანქციების პირველი პაკეტი რუსეთმა ომის დაწყებამდე, დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ მიიღო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ კი მეორე პაკეტი დამტკიცდა. ამის შემდეგ ევროგაერთიანებამ სანქციების რამდენიმე პაკეტი კიდევ მიიღო. ევროკავშირმა რუსეთის რვა ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გათიშა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები