ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 12 თვით გაახანგრძლივონ. ამის შესახებ ევროსაბჭოს თავმჯდომარის პრესსპიკერმა განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიუსელში, ევროპული საბჭოს გუშინდელ სამიტზე მიიღეს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით დაიწყო და ევროკავშირის ლიდერებს შორის გაგრძელდა.
ცნობისთვის, ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი სანქციები - რომლებიც რუსეთის ეკონომიკის გარკვეულ სექტორებს ეხება - ერთი წლით განახლდა. აქამდე ისინი ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხანგრძლივდებოდა. ვადის გაზრდას ადრე უნგრეთის უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგებოდა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სანქციები რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს ეხება და 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის შეჭრისა და უკანონო ანექსიის შემდეგ არაერთხელ გახანგრძლივდა და განახლდა. ევროკავშირმა წლების განმავლობაში თანდათანობით გააფართოვა სასანქციო ზომები და 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ კიდევ უფრო მასშტაბური გახადა.




























