მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოს განიხილავს

62382996c43e7
მარიამ ვარადაშვილი
21.03.22 11:46
601

Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. ამას გარდა, ევროგაერთიანება რუსეთისთვის სანქციების მე-5 პაკეტზე მუშაობს, რაზეც გასულ კვირაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც წერდა. 

გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში ბრიუსელში აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება. ბოლო სამ კვირაში ოთხ პაკეტად დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში ომს აგრძლებს. რაც შეეხება ევროკავშირის მიერ უკვე დაწესებულ სანქციებს, როგორც Reuters წერს, ის ჯამში რუსეთისა და ბელარუსის 700-მდე მოქალაქეს შეეხო, სექტორულად კი როგორც ფინანსების, ასევე ვაჭრობის სექტორზე გავრცელდა. 

რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხს ბალტიის ქვეყნები კერძოდ, კი ლიეტუვა აყენებს, როგორც თანმხვედრ ლოგიკურ ნაბიჯს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები