მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი რუსული ნავთობის გადამზიდი ტანკერების სანქცირებას გეგმავს

რუსული ტანკერი

ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არსებული სანქციების გამკაცრებას გეგმავს. ამჯერად, EU-ს წევრი სახელმწიფოები Sovcomflot-ის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას აპირებენ, ეს კომპანია კი სანავთობო ტანკერების უმსხვილესი ოპერატორია.

Bloomberg-ის ინფორმაციით, სანქციის დეტალები უცნობია, თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ შეზღუდვა რუსული კომპანიის წინააღმდეგ უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

2023 წლის მდგომარეობით, Sovcomflot-ის მფლობელობაში არსებულმა ტანკერებმა აზიის რეგიონში 75 მილიონი მეტრული ტონა ნედლი ნავთობი გადაზიდეს.

აღსანიშნავია, რომ რუსული ნავთობმზიდი კომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის მთავრობამ სანქციები ჯერ კიდევ გასულ წელს დააწესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები