მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ნავთობი ევროკავშირში ინდოეთის გავლით შედის - Bloomberg

644fb81771a91
გიორგი თოლორდავა
01.05.23 17:15
805
ომის დაწყებისა და დასავლური სანქციების ამოქმედების შემდეგ, ინდოეთმა რუსული ნავთობის იმპორტი მკვეთრად გაზარდა, რაც საერთაშორისო ბირჟაზე Urals-ის გაუფასურებით იყო განპირობებული. ევროკავშირის ემბარგოს ამოქმედებიდან ნახევარი წლის შემდეგ ირკვევა, რომ ინდოეთმა იმპორტის გარდა, ნავთობპროდუქტების ექსპორტიც რეკორდულად გაზარდა.

Bloomberg-ის მიერ ჩატარებული გამოძიებიდან ირკვევა, რომ აკრძალვის მიუხედავად, რუსული ნავთობი ევროკავშირში მაინც შედის, თუმცა სახეცვლილი გზით. უფრო კონკრეტულად, ინდური ენერგოკომპანიები რუსულ ნედლ ნავთობს ყიდულობენ, მას ამუშავებენ და რაფინირებულ ბენზინსა და დიზელს ევროკავშირის ბაზარზე ყიდიან.

ამჟამად ინდოეთი რუსეთისგან ყოველდღიურად 2 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს ყიდულობს. 360,000 ბარელი რაფინირებული საწვავი კი ყოველდღიურად ევროკავშირში გააქვს, ამ მოცულობის უდიდესი ნაწილი კი, Bloomberg-ის მტკიცებით, სწორედ რუსული წარმოშობისაა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ექსპორტის ტენდენცია მზარდია და უახლოეს მომავალში ინდოეთი ევროკავშირის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდება, რომელიც პირველ ადგილს საუდის არაბეთს წაართმევს. ამ შემთხვევაში პრობლემური საკითხი კი ის იქნება, რომ რეალურად ინდოეთი არა ნავთობმომპოვებლის, არამედ რუსული ნავთობის გადამყიდველის როლს შეასრულებს, რაც, რა თქმა უნდა, ევროკავშირის სანქციებით არ არის გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები