ევროკავშირი საქართველოსთვის 38 მლნ ევროს მოცულობის დაფინანსებას გამოყოფს. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, აღარ აფინანსებენ საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა მოსახლეობის მხარდაჭერას აგრძელებენ.
"ამ ძალისხმევის მიმართ ჩვენს ერთგულებას კვლავ ვადასტურებთ. 2026 წელს, ევროკავშირი, ახალი პროექტების განსახორციელებლად, 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოყოფს, რითაც განაგრძობს რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებას ოჯახებისა და თემებისთვის მთელ საქართველოში.
პროექტების მიმართულებებია:
- პატარა ქალაქებსა და დაბებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა;
- ცვალებადი შრომის ბაზრის შესაბამისი უნარების განვითარება;
- სოციალურ-ეკონომიკური განვითარება სოფლებსა და რეგიონებში, ამ პროცესებში ქალების ჩართულობით;
- ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება და სურსათის ხარისხის ამაღლება;
- ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა;
- უსაფრთხო და ორგანიზებული მიგრაციის ხელშეწყობა;
- კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნა;
- აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერის გაგრძელება", - აღნიშნულია განცხადებაში.
"წელზე მეტია, ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას მხარს უჭერს.
1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში წინსვლის ხელშეწყობისთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობის განვითარება, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში მხარდაჭერა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის ხელშეწყობა.
საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას.
ამ ძალისხმევის მიმართ ჩვენს ერთგულებას კვლავ ვადასტურებთ. 2026 წელს, ევროკავშირი, ახალი პროექტების განსახორციელებლად, 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოჰყოფს, რითიც განაგრძობს რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებას ოჯახებისა და თემებისთვის მთელ საქართველოში.
პროექტების მიმართულებებია: პატარა ქალაქებსა და დაბებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა; ცვალებადი შრომის ბაზრის შესაბამისი უნარების განვითარება; სოციალურ-ეკონომიკური განვითარება სოფლებსა და რეგიონებში, ამ პროცესებში ქალების ჩართულობით; ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება და სურსათის ხარისხის ამაღლება; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა; უსაფრთხო და ორგანიზებული მიგრაციის ხელშეწყობა; კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნა; აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერის გაგრძელება". - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
2024 წლიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა. ევროკავშირის განმარტებით, ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და დემოკრატიული უკუსვლა იყო. ამის საპასუხოდ 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე არ დააყენებდა.
























