მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი

ევროკავშირი საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

„ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მდგრადობის გაძლიერებისთვის და იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელიც ქვეყანას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრის ქმედებების გამო აქვს“, - წერია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების მეთაურები ბრიუსელში ორდღიან სამიტს მართავენ. ევროკავშირის სამიტის მთავარი თემა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა და ევროპის სამხედრო მრეწველობის გაძლიერებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები