ევროპარლამენტი განიხილავს დირექტივას, რომელიც ავალდებულებს საზღვაო გადამზიდ კომპანიებს გადაიხადონ ზღვაში კონტეინერების დაკარგვის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გატანის საფასური. ინიციატივის მიზანია გარემოს, მათ შორის პლასტმასის და სხვა წვრილმანი ნივთების უპასუხისმგებლო დაბინძურების პრევენცია.
ამ ეტაპზე, გადამზიდავი კომპანიები არ არიან პასუხისმგებელი ზღვაში კონტეინერების დაკარგვაზე, რადგან ეს განიხილება, როგორც უბედური შემთხვევა. ჯარიმები გამოიყენება მხოლოდ ნავთობის, ან სხვა საშიში ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში.
ახალი ჯარიმა მიზნად ისახავს არა მხოლოდ დასუფთავების ხარჯების კომპენსაციას, არამედ მნიშვნელოვან ფინანსურ დარტყმას კომპანიებისთვის, რომლებიც იწვევენ დაბინძურებას.
მიმდინარე წლის დასაწყისში ესპანეთში, გალისიის ავტონომიური თემის სანაპიროზე წყალმა მილიონობით პლასტმასის გრანული გამორიყა. ვარაუდობენ, რომ ისინი ტერიტორიულ წყლებში მცურავი სავაჭრო გემის საკონტეინერო ტვირთიდან ჩაიყარა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და მოხალისეები პლაჟებს დღემდე ასუფთავებენ.